Google მზის ენერგიის გარდამქმნელი კოშკის მშენებლობას დააფინანსებს


Google 168 მილიონი დოლარის ინვესტიციას მზის ენერგიის გადამამუშავებელ სისტემებში ჩადებს.

ინვესტიცია ჩაიდო კომპანია BrightSource Energy -ში, ეს გახლავთ კომპანია რომელიც ქმნის და ოპერირებას უწევს უდიდეს ისეთ პროექტებს როგორიცაა Ivanpah.

Ivanpah გახლავთ მზის ენერგიის ელექტრო ენერგიად გარდამქმნელი სისტემა, რომლის დიზაინში გათვალისწინებულია გარემოს დაცვის საკითხები. მათი ვებ-გვერდის მიხედვით “მალე კალიფორნიელები გარემოს დაბინძურების გარეშე მიიღებენ იაფ ელექტრო ენერგიას”.

ეს სისტემა ენერგიას გამოიმუშავებს “ენერგიის კოშკის” ტექნოლოგიის გამოყენებით. სარკეები, რომელთაც ჰელიოსტატები ჰქვიათ, განლაგებულია ისე რომ მზის სხივებს მიმართავს კოშკის თავზე მოთავსებული მიმღებისკენ. მიმღები წარმოქმნის ორთქლს და ორთქლის ნაკადი ატრიალებს ტურბინას, ტურბინის ტრიალით გენერატორი გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. “ენერგიის კოშკები” იმიტომაა ასეთი ეფექტური რომ მზის ენერგიის ძალიან დიდი ოდენობა მიემართება ერთი წერტილისაკენ და ადვილად გადამუშავდება.

კოშკის სიმაღლე 137.16 მეტრი იქნება და გამოიყენებს 173,000 ჰელიოსტატს და თითოეულ ჰელიოსტატს ექნება 2 სარკე.

კონსტრუქციის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება. გთავაზობთ ვიდეოს მშენებლობის გახსნის ცერემონიიდან:

Google ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე გასული წლიდან აქტიურადაა დაინტერესებული. კომპანიამ მოიპოვა ენერგიის ყიდვისა და გაყიდვის უფლება გასულ თებერვალს. Google-ში ასევე მუშაობენ იმაზე რომ თავიანთი მონაცემთა ცენტრების მუშაობა მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადაიყვანონ.

Google-მ ასევე დიდი ინვესტიციები ჩადო ქარის ენერგიის სისტემებში და ამ სფეროში ენერგიის წარმოების 20 წლიანი ლიცენზია მოიპოვა.

No comments:

Post a Comment

გუგლი ალაპარაკდება
გუგლი ალაპარაკდება
Cromium ის ახალი ვერსია მოლაპარაკე იქნება. ანუ ხმის ამომცნობი ფუნქცია ექნება. ამ ტექნოლოგიით უკვე არწურვილია ქრომის ბეტა ვერსია.ის საშუალებას მოგვცემს ე.წ. "Voice Surfing"-ზე გადავიდეტ. ამ ფუნქციის მხარდასაწერად გამოყენებულია HTML-5-ის ახალი ვერსია, რომელსაც გააჩნია ხმოვანი შეტანის შესაზლებლობები. ასეტი ბროუზერიტ შესაძლებელი გახდება ინფორმაციის ხმოვანი შეტყობინების დახმარებით საიტებზე განთავსება
ინფორმაციის შესატანი და გამოსატანი მოწყობილობები
ინფორმაციის შესატანი და გამოსატანი მოწყობილობები
ეს პრეზენტაცია ეძღვნება ინფორმაციის შესატან და გამოსატან მოწყობილობებს. დასრულებული ვერსია. შემიფასეთ და დააკომენტარეთჩამოსატვირთად კი დააჭირეთ ამ ბმულსმადლობა ელენიკოს მასალის მოწოდებისთვის, ავთოს იდეის მოწოდებისთვის და დიდზე დიდ რესპექტები ანის, დახმარებისთვის.პრეზენტაციის თემა: ინფორმაციის შესატანი და გამოსატანი მოწყობილობებიკლასი: მე-5 კლ.წელი: 2011წ.ავტორი: © დათო მალანია.ხანგრძლივობა: 10