მსოფlიო გიგანტის Google-ის სათარგმნი სერვისი Google Translate ქართველი პოლიტიკოსების სახელისა და გვარის საინტერესო თარგმანს გვთავაზობს.
დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა „გუგლ თრანსლეითის“ ქართულ-ინგლისური თარგმანის რამდენიმე "სქრინი". მათი მიხედვით, „ბიძინა“-ს „გუგლი“ თარგმნის როგორც Dreams (ოცნებები), ხოლო საააკაშვილს - პრეზიდენტად.
მსგავსი მარგალიტები რამდენიმე თვეა ვებმომხმარებლების ხალისიანი განწყობის თემაა. თუმცა, ყველა პოლიტიკოსს ასე არ გაუმართლა და მსგავსი უცნაური თარგმანები მხოლოდ რამდენიმეს ხვდა წილად. მაგალითად, „მიშას“ ინგლისური თარგმანი არის I (მე), სააკაშვილის - President (პრეზიდენტი), რაც, თუ შევაჯამებთ - I President (მე პრეზიდენტი) გამოდის.
„ქართული ოცნების“ ლიდერი „გუგლმა“ პირდაპირ ოცნებებს დაუკავშირა. თუმცა, "ბიძინა ივანიშვილს" პირდაპირ „ივანიშვილად“ თარგმნის, მხოლოდ "ბიძინას" ჩაწერის შემთხვევაში კი, იხილავთ მის ინგლისურ ვარიანტს - Dreams (ოცნებები).
გთავაზობთ რამდენიმე პოლიტიკოსის სახელის და გვარის „გუგლურ“ თარგმანს.
გუბაზ სანიკიძე - Check Gubaz (შეაკავე ან გააკონტროლე გუბაზი)
შალვა ნათელაშვილი - Labor (მუშა, საიდანაც წარმოდგება ლეიბორისტული პარტიის სახელი)
დავით ზურაბიშვილი - Politics (პოლიტიკოსი)
სალომე ზურაბიშვილი - She (მდედრობითი სქესის მესამე პირის ნაცვალსახელი)
ალასანია - Eight (რვა, სავარაუდოდ, პოლიტიკური რვიანიდან გამომდინარე)
კახა ლომაია - NSC Chair (უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე)
გიგა ბოკერია - MP (აქვს ბევრი განმარტება. მათ შორის პარლამენტის წევრი და სამხედრო პოლიცია)
ნოღაიდელი - EX (ყოფილი)
ბურჯანაძე - speaker (სპიკერი)
მერაბიშვილი - Interior (შიდა, შინაგანი)
მმმმმმაგარიააააააა.........
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeletedzalian magariaaaa
ReplyDelete