Thursday, October 21, 2010

გამაფერადე Online



მისამართზე Timtim.com თავმოყრილია უამრავი კლიპარტი, რომელიც იქვე შეგიძლიათ გააფერადოთ. საიტი წარმოდგენილია,. როგორც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების გასართობი ინსტრუმენტი. Timtim.com-ზე გამოყენებულია პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. შესაძლებელია მათი გაფერადება, ტექსტის დამატება. ფერების პალიტრა და ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგიძლიათ სურათები შეინახოთ ამავე გვერდზე ან ჩამოტვირთოთ საკუთარ კომპიუტერში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სერვისი შექმნილია ტიმ ნიულენის, ამერიკელი ილუსტრატორის მიერ, რომელიც კოპენჰაგენში ცხოვრობს. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა დისნეის სტუდიაში.

© დათო მალანია

Sunday, October 17, 2010

პრეზენტაცია ”პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები. ”


ბლოგს დაემატა პრეზენტაცია თემაზე პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები. სრული ვერსია მე-5 კლასისთვის. პრეზენტაცია შესაძლებელია გამოიყენოთ აგრეთვე მასწავლებელთა ტრენინგებზე. ველი კომენტარებს და შენიშვნებს

Wednesday, October 13, 2010

ზოგიერთი ინტერნეტრესურსი პირველი და მე-5 კლასის მოსწავლეებითვის




ინგლისური ბავშვებისათვის. მასალა დაწყობილია სხვადასხვა თემატიკის მიხედვით. ითხოვს რეგისტრაციას. უფასო რესურსია ქართულ ენაზე. ზოგირთ გვერდებზე შეიძლება შეცდომები იყოს (ვთქვათ ფერები).









ვანექსის საბავშვო ვებ გვერდზე უამრავი საინტერესო რესურსია თავმოყრილი. მასალები თავმოყრილია სხვადასხვა თემატიკის მიხედვით მამული, ენა, სარწმუნოება, სახალისო და სხვა. აქვეა სხვადასხვა საბავშვო ვებ გვერდების ბმულები.








ეს არის ფუფის და ნუფის ვებ გვერდი. სადაც ბავშვის აღზრდისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარების გარდა თავმოყრილია აუდიო ზღაპრები, ლექსები,, გასაფერადებელი ნახატები, საბავშვო მუსიკები, (გაითვალისწინეთ, მათემატიკურ თამაშებში შეცდომებია).










აბა გამაფერადე ქართულენოვანი რესურსი ყოველგვარი რეგისტრაციების გარეშე. საკმაოდ პროფესიონალური ნახატებია.








საზოგადოებრივი მაუწყებლის გასართობი პორტალი ბავშვებისთვის აქ თავმოყრილია ზღაპრები, კომიქსები, ვიქტორინები და სხვა უამრავი საინტერესო მასალა. აღსანიშნავია, რომ მასალები თავმოყრილია სხვადასხვა კლასების (მესამედან მეშვიდემდე) მიხედვით






პროექტი ”ტელევეზირი” წარმოდგენილია საბავშვო ნახატები, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი ნახატიც, რომელიც შეიძლება გაცოცხლდეს პროექტის ავტორების დახმარებით.





პროექტი ”ქართული ანბანი”
დახატულია ქართული ანბანის თითოეული ასო, როგორც ნუსხურით ასევე მხედრულით. ნახატებზე დატანილია სხვადასხვა სურათები და ანდაზები. იხილიეთ სურათი.

Sunday, October 3, 2010

პოსტი ავთოს ეძღვნება

პირველად ვნახე. სამწუხაროდ მხოლოდ სურათში.

აი კომენტარი ციფრებს დააკვირდით 1961 და 16-inch


The Digital Equipment Corporation PDP-1, 1961, with Type 30 Direct View Display, a 16-inch diameter CRT with 1024 × 1024 addressable points and a light pen: the first graphics terminal and DEC's first general-purpose computer.


http://www.computerhistory.org/collections/decpdp-1/

სახელი ვინჩესტერი


ეს არის პირველი ვინჩესტერის წინაპარი.IBM-ის სახელგანთქმული RAMAC 305




ეს სახელი და მოწყობილობა ნამდვილად იმსახურებს ცალკე პოსტს



IBM-ში ერთ-ერთ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობდა ვინმე კენეტ ხოტონი (ინგ. Kenneth E. Haughton). ამ პროექტის შედეგად 1973 წლის 13 სექტემბერს IBM წარმოადგინა მაგნიტურ დისკზე დამგროვებელი პირველი მოწყობილობის პრეზენტაცია. ის გამოიყენებოდა IBM System/370ზე. მისი დისკის მოდელი იყო IBM 3340. მოდელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ წამკითხველი თავაკები და თვით მაგნიტური დისკის პლასტინები ერთ ჰერმეტულ კორპუსში იყო მოთავსებული. მოწყობილობის შემუშავებისას ინჟინრები მის აღსანიშნავად «30-30» დასახელებას იყენებდნენ. ეს დასახელება აღნიშნავდა თითოეულში 30მბ-იან ორ მოდულს (მაქსიმალური კომპონოვკა). დასახელება კი ამერიკის ვესტერნულ საზოგადოების აზროვნებაში ჩაჭედილი იყო, როგორც პოპულარული სანადირო შაშხანა «Winchester Model 1894», რომელიც იყენებდა შაშხანის მასრას «30 WCF». არსებობს ვერსიაც, რომ დასახელება წამოვიდა მხოლოდ მასრის დასახელებიდან, რომელსაც ასევე უშვებდა Winchester Repeating Arms Company. ევროპაში და ამერიკაში ამ დასახელებას უკვე ნაკლებად იყენებენ, მაგრამ ქართულში ის ჯერაც შენარჩუნებულია და ნახევრადოფიციალური სტატუსიც კი აქვს. კომპიუტერულ სლენგში კი შეკვეცილი ვერსია «ვინტი» გამოიყენება.

ესეც სურათები



ზედა სურათზე აშკარად ჩანს პლასტინები. თითოეული პლასტინა საკმაოდ დიდი იყო - 610მმ დიამეტრის დისკი,



ეს რის პირველი ვინჩესტერი IBM3340. მასტერი და სლეივი :) 30-30 მეგაბაიტი. სერიულ ვერსიაში ცოტა მეტი 35-35მბ იყო. რატომ გეცინებათ?


ეს კი საოცნებო Winchester Model 1894




© დათო მალანია
წყარო http://www.computerhistory.org/
http://www.cs.auckland.ac.nz/historydisplays/FifthFloor/MagneticDataStorage/MagneticDisks.php#first