Sunday, April 17, 2011

გუგლი ალაპარაკდება

Cromium ის ახალი ვერსია მოლაპარაკე იქნება. ანუ ხმის ამომცნობი ფუნქცია ექნება. ამ ტექნოლოგიით უკვე არწურვილია ქრომის ბეტა ვერსია.
ის საშუალებას მოგვცემს ე.წ. "Voice Surfing"-ზე გადავიდეტ. ამ ფუნქციის მხარდასაწერად გამოყენებულია HTML-5-ის ახალი ვერსია, რომელსაც გააჩნია ხმოვანი შეტანის შესაზლებლობები. ასეტი ბროუზერიტ შესაძლებელი გახდება ინფორმაციის ხმოვანი შეტყობინების დახმარებით საიტებზე განთავსება. ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც რაიმე ფორმის შევსება, ან მეგობართან წერილის გაგზავნა. კლავიატურასთან შეხება კი საერტოდ არ მოგიწევთ. მხოლოდ მიკროფონშ გაა ჯრერებტ სასურველ ტექსტს.

“HTML5-ის ამ ახალი შესაძლებლობებით დეველოპერებს შეუძლიათ თავიანთი აპლიკაციები აღჭურვონ ხმიც ამომცნობი საშუალებებით, რომლითაც მოხდება ბგერების ტექსტად გადაქცევა” განაცხადა Satish Sampath-მა Chromium-ის ბლოგზე.

“როდესაც ვებ-გვერდი იყენებს ამ შესაძლებლობას თქვენ უბრალოდ აკლიკებთ სასურველ ღილაკს და იწყებთ საუბარს მიკროფონში.”

Google-ში განაცხადეს: ხმა, ჩაწერისთანავე გაიგზავნება Google-ს სპეციალურ სერვერებზე გადასაკონვერტირებლად და შემდეგ კომპიუტერ დაუბრუნდება ტექსტის სახით და ჩაიწერება ჩვეულებრივი ტექსტის არეში.

საკმაოდ ინოვაციური პროდუქტია Google-ს მხრიდან და ვნახოთ როგორ განვითარდება :)

Google მზის ენერგიის გარდამქმნელი კოშკის მშენებლობას დააფინანსებს

Google 168 მილიონი დოლარის ინვესტიციას მზის ენერგიის გადამამუშავებელ სისტემებში ჩადებს.

ინვესტიცია ჩაიდო კომპანია BrightSource Energy -ში, ეს გახლავთ კომპანია რომელიც ქმნის და ოპერირებას უწევს უდიდეს ისეთ პროექტებს როგორიცაა Ivanpah.

Ivanpah გახლავთ მზის ენერგიის ელექტრო ენერგიად გარდამქმნელი სისტემა, რომლის დიზაინში გათვალისწინებულია გარემოს დაცვის საკითხები. მათი ვებ-გვერდის მიხედვით “მალე კალიფორნიელები გარემოს დაბინძურების გარეშე მიიღებენ იაფ ელექტრო ენერგიას”.

ეს სისტემა ენერგიას გამოიმუშავებს “ენერგიის კოშკის” ტექნოლოგიის გამოყენებით. სარკეები, რომელთაც ჰელიოსტატები ჰქვიათ, განლაგებულია ისე რომ მზის სხივებს მიმართავს კოშკის თავზე მოთავსებული მიმღებისკენ. მიმღები წარმოქმნის ორთქლს და ორთქლის ნაკადი ატრიალებს ტურბინას, ტურბინის ტრიალით გენერატორი გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. “ენერგიის კოშკები” იმიტომაა ასეთი ეფექტური რომ მზის ენერგიის ძალიან დიდი ოდენობა მიემართება ერთი წერტილისაკენ და ადვილად გადამუშავდება.

კოშკის სიმაღლე 137.16 მეტრი იქნება და გამოიყენებს 173,000 ჰელიოსტატს და თითოეულ ჰელიოსტატს ექნება 2 სარკე.

კონსტრუქციის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება. გთავაზობთ ვიდეოს მშენებლობის გახსნის ცერემონიიდან:

Google ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე გასული წლიდან აქტიურადაა დაინტერესებული. კომპანიამ მოიპოვა ენერგიის ყიდვისა და გაყიდვის უფლება გასულ თებერვალს. Google-ში ასევე მუშაობენ იმაზე რომ თავიანთი მონაცემთა ცენტრების მუშაობა მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადაიყვანონ.

Google-მ ასევე დიდი ინვესტიციები ჩადო ქარის ენერგიის სისტემებში და ამ სფეროში ენერგიის წარმოების 20 წლიანი ლიცენზია მოიპოვა.

Saturday, April 16, 2011

ინფორმაციის შესატანი და გამოსატანი მოწყობილობები


ეს პრეზენტაცია ეძღვნება ინფორმაციის შესატან და გამოსატან მოწყობილობებს. დასრულებული ვერსია. შემიფასეთ და დააკომენტარეთ


ჩამოსატვირთად კი დააჭირეთ ამ ბმულს

მადლობა ელენიკოს მასალის მოწოდებისთვის, ავთოს იდეის მოწოდებისთვის და დიდზე დიდ რესპექტები ანის, დახმარებისთვის.


პრეზენტაციის თემა: ინფორმაციის შესატანი და გამოსატანი მოწყობილობები
კლასი: მე-5 კლ.
წელი: 2011წ.
ავტორი: © დათო მალანია.
ხანგრძლივობა: 10 წთ.
საპრეზენტაციო პროგრამა: MS PowerPoint Presentation 2007 (.PPTX)
ფაიის ზომა: 1,22მბ.
გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს