Thursday, October 21, 2010

გამაფერადე Online



მისამართზე Timtim.com თავმოყრილია უამრავი კლიპარტი, რომელიც იქვე შეგიძლიათ გააფერადოთ. საიტი წარმოდგენილია,. როგორც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების გასართობი ინსტრუმენტი. Timtim.com-ზე გამოყენებულია პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. შესაძლებელია მათი გაფერადება, ტექსტის დამატება. ფერების პალიტრა და ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგიძლიათ სურათები შეინახოთ ამავე გვერდზე ან ჩამოტვირთოთ საკუთარ კომპიუტერში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სერვისი შექმნილია ტიმ ნიულენის, ამერიკელი ილუსტრატორის მიერ, რომელიც კოპენჰაგენში ცხოვრობს. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა დისნეის სტუდიაში.

© დათო მალანია

No comments:

Post a Comment