სტატიაში გამოყენებულია გუგლის საძიებო სისტემების ვიცე პრეზიდენტის მარისა მაიერის ბლოგის მასალა, რომელიც გამოყვეყნებულია 08.09.2010
აგრეთვე Google Help მასალები
ცოცხალი ძებნა გუგლში
აკრიფო შეკითხვა და მომენტალურად მიიღო შედეგები. როგორი მშვენიერი, მარტივი იდეაა! როცა ჩვენ მომავალის ძებნას წარმოვიდგენდით, ხშირად ვფიქრობდით, რა კარგი იქნებოდა ძებნა ცალკეული შეკითხვების სახით შეგვესრულებინა და ძებნის შედეგები აკრეფის მომენტში გამოგვეტანა. დემო ვერსიებიც კი შეიქმნა (1991 წელს ამიტ პატელის მიერ და 2003 წელს ნიხილ ბხატლის მიერ). ამ ვერსიებს ლამაზი დიზაინი ჰქონდათ, ინტერაქტიურები იყვნენ და ჩქარა მუშაობდნენ. მაგრამ მათ ერთი ფუნდამეტალური ნაკლი ჰქონდათ (არავის არ უნდოდა დაუსრულებელი შეკითხვის შედეგის ნახვა (მომხმარებელს არ სჭირდებოდა მოტო ჩ შეკითხვის შედეგი, თუ ეს ადამიანი მოტო ჩაფხუტს ეძებდა). ყველას უნდოდა რომ ძებნას გამოეცნო მისი შეკითხვა და შედეგები მანამდე გამოეტანა, სანამ საძიებო ტექსტი ბოლომდე იქნებოდა აკრეფილი.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად ტრივიალური ამოცანაა? ზუსტად ამიტომაც ჩვენ მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ პროდუქტი ცოცხალი ძებნა გუგლში. ეს არის სერვისი, რომელიც ძიების შედეგებს მანამდე გიჩვენებთ, ვიდრე თქვენ ბოლომდე შეიყვანეთ ტექსტი. ცოცხალი ძებნა საძიებო ზოლში აკრეფილ ტექსტს გადაამუშავებს, ახდენს შეკითხვის ფორმულირებას, რომელსაც სავარაუდოდ თქვენ გულისხმობთ, და დროის რეალურ რეჟიმში გამოაქვს შედეგები. ცოცხალი ძებნის შედეგად მომხმარებლები ღებულობენ ჭკვიან და ჩქარ ტექნოლოგიას, რომელიც ასევე მაქსიმალურად ეფექტურია.
რისთვისაა ის საჭირო? დადასტურებულია, რომ ტექსტის შეყვანაზე გაცილებით მეტი დრო იხარჯება, ვიდრე ბმულების დათვალიერებაზე. კლავიშების დაჭერებს შორის 300 მილიწამი გადის, ხოლო შედეგებზე თვალის გადავლება 30 მილიწამში ხდება, ანუ 10-ჯერ ნაკლები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტექსტის შეტანა და შედეგების გამოტანა ერთდროულადაა შესაძლებელი.
მთავარი განსხვავება ჩვეულებრივ და ცოცხალ ძებნას შორის გამოიხატება იმაში, რომ ახლა საჭირო ინფორმაციას თქვენ გაცილებით სწრაფად იღებთ, რადგან შეკითხვის მთელი ტექსტის შეყვანა და Enter-ზე დაჭერა არაა აუცილებელი. ამასთან ცოცხალი ძებნის დროს შედეგები უშუალოდ საძიებო ფრაზების შეყვანის მომენტში უკვე ჩანს. ეს ნიშნავს იმას, რომ შეკითხვის ფრაზები შეგიძლიათ ძიების დასრულებამდე ცვალოთ, მანამ სანამ სასურველ შედეგებს არ მიიღებთ. სულ მალე ალბათ წარმოუდგენელიც იქნება იმის გააზრება, რომ ოდესღაც ძებნა სხვანაირი იყო.
უპირატესობები:
სწრაფი ძებნა: ცოცხალი ძიების შემთხვევაში შედეგები ეკრანზე გამოტანილია საძიებო ფრაზის უშუალოდ შეყვანის პარალელურად, რაც თითოეულ შეყვანაზე 2-დან 5 წამამდე ეკონომიას იძლევა.
დაზუსტებული მინიშნებები: იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ დარწმუნებული არ ხართ სწორად როგორ ჩამოაყალიბოთ შეკითხვა, მინიშნებების სისტემა დაგეხმარებათ მოძებნოთ საჭირო სიტყვები. ამასთან საუკეთესო მითითება პირდაპირ საძიებო ზოლში გამოჩნდება (მონიშნულია ნაცრისფერი ზოლით). და თუ ის მოერგება თქვენს მიზანს, თქვენ არ მოგიწევთ მთელი შეკითხვის ბოლომდე აკრეფა - შედეგები უკვე გამოტანილია ეკრანზე
მომენტალური შედეგები: აქამდე აუცილებელი იყო საძიებო სიტყვის თავიდანვე მითითება, ხოლო შემდეგ Enter-ზე დაჭერა (ერთი პერიოდი ესეც მნიშვნელოვანი გარღვევა იყო). ახლა თქვენ შეკითხვის შეტანის პროცესში ხედავთ სავარაუდო შედეგებს და ამავე დროს საძიებო სიტყვის სრულად აკრეფამდე შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან შეცვალოთ ძიების მიმართულება.
საინტერესო ფაქტები:
|
ხდკ:
სად მუშაობს ცოცხალი ძებნა?
ცოცხალი ძებნა თანდათანობით ჩაირთვება საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, რუსეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში. ლოკალურ დომენებზე (არა Google.com, ვთქვათ Google.ge), ცოცხალი ძებნის ჩასართავად უნდა შეხვიდეთ თქვენს ანაგრიშში. ანუ ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. რამდენიმე თვეში დაემატება ახალი დომენები და ქვეყნები.
ცოცხალი ძებნა გავლენას ახდენს თუ არა ინტერნეტის სიჩქარეზე?
ცოცხალმა ძებნამ ინტერნეტ-კავშირის სიჩქარეზე გავლენა არ უნდა იქონიოს. დაბალი კავშირის შემხვევეაში სისტემა ავტომატურად ითიშება (თქვენს თავზე შეგიძლიათ გამოსცადოთ დ.მ.) მიუხედავად იმისა, რომ გამოტანილი მონაცემების რაოდენობა იზრდება, ამ ფუნქციის გამოყენების დატვირთვა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვიდეო-სტრიმინგი, ან ონლაინ თამაშის გაშვება. ამას გარდა, ჩვენ ვეცადეთ ძებნის დროს გადაცემული მონაცემები მინიმუმამდე დაგვეყვანა. ამიტომ, ძიებისას ცვალებადი შედეგების გამოტანის დროს მხოლოდ ახალი მონაცემები გამოიტანება. სტატიკური ელემენტები არ განახლდება.
რომელ ბრაუზერებში მუშაობს ცოცხალი ძიება
სისტემა თავსებადია შემდეგ ბრაუზერებთან: Chrome 5 და 6, Firefox 3, Safari 5 Mac-თვის და Internet Explorer 8. ოპერაში ცოცხალი ძიება მალე ჩაირთვება.
მობილურ მოწყობილობებზე თუ მუშაობს ცოცხალი ძებნა
არა, ცოცხალი ძებნის ფუნქცია ჯერჯერობით მობილურ მოწყობილობებზე არ მუშაობს.
იმედი გვაქვს, ცოცხალი ძებნა მოგეწონებათ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ დაუბრუნდეთ ძებნის ძველებურ რეჟიმს, მაშინ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ამ ფუნქციის ამორთვა.
გასინჯეთ და გაგვიზაიარეთ შთაბეჭდილებები. აბა ვინ იქნება ნათლია, იქნებ რამე სახელიც შევურჩიოთ
დ.მ.
No comments:
Post a Comment