Friday, December 13, 2013

წარმოიდგინეთ, ბრაუზერები რომ ქალები იყვნენ

არმოიდგინეთ, ბრაუზერები რომ ქალები იყვნენ
წარმოიდგინეთ, ბრაუზერები რომ ქალები იყვნენ
წარმოიდგინეთ, რომ ბრაუზერი, რომელსაც თქვენ იყენებთ ქალია... როგორი იქნებოდა ის, რა ხასიათი ექნებოდა, რა ფერის თმა და ა.შ.

ჩვენ მოვიძიეთ სახალისო ინფორმაცია თუ როგორ ქალებად წარმოიდგენენ ინერნეტის მომხმარებლები ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ბრაუზერებს.

Opera Browser-ს წარმატებულ, ძალიან ჭკვიან და მორცხვ ქალად წარმოიდგენენ, რომესაც წითელი თმები აქვს. თუმცა თუ ვინმე დაუმეგობრდა მას, ის ნებისმიერ წუთს დაეხმარება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში. ის გაიხსნება და მის უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომელსაც აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით: სწრაფი და მოქნილი სპორსტმენია, ამავე დროს სიმპატიური და დამჯერი.

Safari ქალია, რომელსაც დროს ტარება უყვარს და საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას არ აქცევს. მიიჩნევს, რომ ვეგეტარიანელობა და სპორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლამურული სილამაზე. არ უსმენს, როცა მას აკრიტიკებენ, არ სურს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორება და ასევე აქვს უამრავი სტერეოტიპი და გაფრთხილება, რის გამოც დიდი ხანი ბევრი ვერ იტანს. უყვარს ვაშლები.

Internet Explorer. ადრე ძალიან უშნო, მოუწესრიგებელი, უჟმური და შეუხედავი იყო, რის გამოც ის დროთა განმავლობაში დაივიწყეს.

თუმცა ის დაუღალავად ცდილობდა ეშრომა, ესწავლა და ემუშავა საკუთარ შეცდომებზე. გარკვეული დროის შემდეგ კი ის ნამდვილი ლამაზმანი გახდა. იცის როგორ უნდა გაშიშვლდეს და შიშველ მდგომარეობაში შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა მის ძველ იერთან დაკავშირებული მოგონებების გამო ბევრი გაურბის მასთან ურთიერთობას.

წითური Mozilla FireFox ოდესღაც საუკეთესო იყო ჯგუფში: ხუთოსანი, სიმპატიური, კომუნიკაბელური და ყველამხრივ განვითარებული. თუმცა დროთა განმავლობაში მან წონაში მოიმატა, რაღაცეებს ვერ ხვდებოდა და მოკლედ ყურადღებამაც იკლო, მაგრამ ის მაინც ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს, რომ არ დაივიწყონ. მიუხედავად ბევრი კარგი თვისებისა, ზოგჯერ ადამიანები მას თავს არიდებენ.

Google Chrome ერთ დროს საყვარელი, მაგრამ ძალიან ახირებული გოგონა იყო და ბევრი პატიობდა მას, რადგან იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ასაკის ზრდასთან ერთად დებს ემსგავსებოდა. როგორც კი სრულწოლოვანი გახდა გაიფურჩქნა და ნამდვილი ქალი დადგა: საყვარელი, კეთილი, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი, განათლებული და უბრალოდ ყოჩაღი. მას პრაქტიკულად არ აქვს ნაკლოვანებები.

თქვენ რომელმა გოგონამ მოგხიბლათ? :)

Monday, December 9, 2013

დღეს თაგვი იუბილარია

რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demos წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.

პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით  IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი მოწყობილობაა.

სურათები:








წყაროები:

Saturday, February 23, 2013

გუგულის კვერცხები განათლებაში

ამ გვერდზე  მოგითხრობთ საგანმანათლებლო რესურსების შესახებ



Monday, February 18, 2013

Google Translate ქართულ პოლიტიკაში


მსოფlიო გიგანტის Google-ის სათარგმნი სერვისი Google Translate ქართველი პოლიტიკოსების სახელისა და გვარის საინტერესო თარგმანს გვთავაზობს. 
დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა  „გუგლ თრანსლეითის“ ქართულ-ინგლისური თარგმანის რამდენიმე "სქრინი". მათი მიხედვით,   „ბიძინა“-ს „გუგლი“ თარგმნის როგორც Dreams (ოცნებები), ხოლო საააკაშვილს - პრეზიდენტად.
მსგავსი მარგალიტები რამდენიმე თვეა ვებმომხმარებლების ხალისიანი განწყობის თემაა. თუმცა, ყველა პოლიტიკოსს ასე არ გაუმართლა და მსგავსი უცნაური თარგმანები მხოლოდ რამდენიმეს ხვდა წილად. მაგალითად, „მიშას“ ინგლისური თარგმანი არის I (მე), სააკაშვილის - President (პრეზიდენტი), რაც, თუ შევაჯამებთ - I President (მე პრეზიდენტი) გამოდის.
„ქართული ოცნების“ ლიდერი „გუგლმა“ პირდაპირ ოცნებებს დაუკავშირა. თუმცა, "ბიძინა ივანიშვილს" პირდაპირ „ივანიშვილად“ თარგმნის, მხოლოდ "ბიძინას" ჩაწერის შემთხვევაში კი, იხილავთ მის ინგლისურ ვარიანტს - Dreams (ოცნებები).
გთავაზობთ რამდენიმე პოლიტიკოსის სახელის და გვარის „გუგლურ“  თარგმანს.
გუბაზ სანიკიძე - Check Gubaz (შეაკავე ან გააკონტროლე გუბაზი)
შალვა ნათელაშვილი - Labor (მუშა, საიდანაც წარმოდგება ლეიბორისტული პარტიის სახელი)
დავით ზურაბიშვილი - Politics (პოლიტიკოსი)
სალომე ზურაბიშვილი - She (მდედრობითი სქესის მესამე პირის ნაცვალსახელი)
ალასანია -  Eight (რვა, სავარაუდოდ, პოლიტიკური რვიანიდან გამომდინარე)
კახა ლომაია - NSC Chair (უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე)
გიგა ბოკერია - MP (აქვს ბევრი განმარტება. მათ შორის პარლამენტის წევრი და სამხედრო პოლიცია)
ნოღაიდელი - EX (ყოფილი)
ბურჯანაძე - speaker (სპიკერი)
მერაბიშვილი - Interior (შიდა, შინაგანი)